შვიდი ლითონის საიდუმლო, ანუ რატომ,,
2. პროექტის მთავარი იდეა: მექანიკური რხევებისა და ტალღების შესწავლა.
3. პროექტის მნიშვნელობა/აქტუალობა: მოსწავლეები განიხილავენ ბგერით მოვლენებს, ბგერით ტალღებს, ტონალობას, ტონალობის დამოკიდებულებას ხახუნის სიჩქარის,ჯოხის დახრის კუთხეზე, ძალაზე რომლითაც აწვებიან ფიალის კედლებს.
აქტუალურია იმითაც რომ გაეცნობიან ბგერითი რეზონანსული მოვლენების გავლენას ადამიანის ჯამრთელობაზე.
ამ პროექტით მოსწავლეები შეაჯამებენ ბგერით მოვლენებზე მიღებულ ცოდნას.
4. პროექტის მიზნები: გაარკვიონ მიზეზი, თუ რატომ გამოსცემენ ფიალები ბგერებს, რა მოვლენა უდევს საფუძვლად ამ სასწაულს.
კვლევის, დაკვირვების, ინფორმაციის მოძიების, თანამშრომლიბის უნარ–ჩვევის განვითარება.
5. მონაწილეთა ასაკი: 14–15 წელი (IX კლასი)
6. ვადების/ხანგრძლივობა: ერთი კვირა.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტი: ამ პროექტის მეშვეობით ბგერითი მოვლენების როლს ჩვენს გარემომცველ სამყაროში.
ფიალების მიერ გამოცემული ბგერების გასაოცარ ზემოქმედებას ადამიანზე.
შედეგების მისაღწევად მოსწავლეებმა უნდა მოიძიონ ინფირმაცია ტიბეტური ფიალების შესახებ ვებ. მისამართზე: http://web.onetel.net.uk/-naturalearthling/aboutsin.htm
მოისმინონ და ნახონ ვიდეო და აუდიოჩანაწერი, თუ როგორ ,,მღერიან“ ტიბეტური ფიალები. ვებ. მისამართი http://www.soundchalice.com/
ჩაატარონ ცდა წყლიან ფუჟერებზე ისე რომ მათ ,,იმღერონ“
მოახდინონ ფიალების რხევა ისეთი სიხშირით, რომ გაზარდონ მასში ჩასხმული წყლის სიხშირე და დამყარდეს რეზონანსი რომ მივიღოთ შადრევანი.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ენციკლოპედია, სახელმძღვანელო, ფუჟერები, ვიდეო და აუდიო მასალა, ვებ. მისამართი: http://web.onete.net.uk/-natyralearthing/aboutsin.htm
http//www.soundchalice.com/
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
ა) მასალის მოძიება.
ბ) მოპოვებული ინფირმაციის შეჯამება, ცდის ჩატარება.
გ) მოძიებული მასალის პრეზენტაცია.
დ) დისკუსია პრეზენტაციასთან დაკავშირებით და აზრთა ურთიერთგაზიარება.
პროექტის ამოცანები რომ შეასრულონ მოსწავლეებმა იციან ბგერითი და ტალღური მოვლენები (ტონალობა, რხევა, სიხშირე, ხმამაღლობა, რეზონანსის მივლენა)
კლასს ვყოფ 3 ჯგუფად:
პირველ ჯგუფს დაევალა მოიპოვოს ინფორმაცია რა არის ბგერა, როგორ წარმოიქმნება ბგერითი ტალღები, როგორ განვსაზღვროთ როდის მყარდება რეზონანსი.
მეორე ჯგუფს დაევალა მოიძიონ ინფორმაცია ტიბეტური ფიალების შესახებ, რომლებიც დამზადებულია შვიდი ლითონის შენადნობისაგან და ისეთ მუსიკალურ ბგერებს გამოსცემენ შესაძლებელია რთული მუსიკალური კომპიზიციის შექმნაც კი.
წყლის შადრევანის წარმოქმნა ჯოხის ხახუნის შედეგად.
მესამე ჯგუფს დაევალა ჩაატარონ ცდა და დარწმუნდნენ რომ მხოლოდ ტიბეტური ფიალები კი არ ,,მღერიან” არამედ ჩვეულებრივი მინის ჭიქებიც კი.
1. რატომ შეუძლიათ ფიალებს ,,სიმღერა” ?
2. როგორ წარმოიქმნება წყლის შადრევანი?
3. რაში მდგომარეობს შვიდი ლითონის საიდუმლო?
4. რისთვის იყენებდნენ ტიბეტელი ბერები ,,მომღერალ ” ფიალებს
5. როგორი გავლენა აქვს ბგერით რეზონანსულ მოვლენებს მოვლენებს ადამიანზე?
მოსწავლეებს პერიოდულად ვამოწმებ, რომ დავადგინო რამდენად სწორად მუშაობენ, ვაძლევ შესაბამის ინსტრუქციას ახალი დავალების შესასრულებლად.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
ფიზიკა _ მოსწავლე აღწერს მექანიკურ რხევებს და ტალღებს
მუსიკა:
11. პროექტის ხელმძღვანელი: ნანა სალუქვაძე.
12. ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: nanasaluqvadze@gmail.com
No comments:
Post a Comment